1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალი: საწევრო გადასახადი 1400 მანეთი, ყულაბებით შეგროვილი 100 მანეთი, სეირნობიდან და კონცერტიდან შემოსული 1000 მანეთი, განყოფილებათა შემოსავლის 20% – 600 მანეთი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობიდან შემოსული 6000 მანეთი, თბილისის ქალაქის თვითმმართველობისაგან ნავთლუღის სკოლისათვის – 500 მანეთი, სოფელ წინარეხიდან ადგილობრივი სკოლისთვის – 80 მანეთი, ნავთლუღის სკოლის მოსწავლეებისგან სწავლის საფასური – 60 მანეთი, სხვადასხვა შემოწირულობებიდან – 1000 მანეთი, ფულის სარგებელი და ზუბალაშვილის სასტიპენდიო – 19676 მანეთი და 88 კაპიკი, წიგნის მაღაზიის შემოსავალი – 5100 მანეთი, წიგნების გამომცემლობიდან – 9600 მანეთი, ხახანაშვილის დასაფლავებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც დააბრუნეს – 2398 მანეთი და 34 კაპიკი, 1914 წლის შემოსავლის ნაშთი – 4002 მანეთი და 09 კაპიკი. სულ – 51517 მანეთი და 31 კაპიკი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი