საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19565

ფაქტი 19565

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის მაისის ხელფასი, ხოლო თვის ბოლოს ივნისის ხელფასი. ასევე ეცნობებინათ, როდის ჩავიდოდა კომისია სკოლის შესამოწმებლად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19565; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .