საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19571

ფაქტი 19571

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ანდრია ღულაძის განცხადება, რომ იგი თავს არ თვლის სარევიზიო კომისიის წევრად და მისი აზრით, ახალი წევრებისა და კანდიდატების არჩევა საგანგებო კრების მოწვევის გარეშე უკანონოა. ის ასევე ატყობინებს გამგეობას, რომ: ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ მგალობლიშვილმაც უარი განაცხადეს სარევიზიო კომისიის წევრობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ ღულაძეს სთხოვა კიდევ ერთი წელი ყოფილიყო საზოგადოების სამსახურში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19571; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .