1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველის მოვალეობა იყო კულტურული დაწესებულების განვითარებაში წვლილი შეეტანა 3 მანეთით, რაც მძიმე გადასახდელი არ იყო მუშისთვისაც კი, რომელსაც თვეში ხუთი შაურის გადახდა მოუწევდა ნაწილ-ნაწილ. ჯაჯანაშვილს არც სურდა ისეთი მუშა გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში, რომელსაც ხუთი შაური დაენანებოდა კულტურული დაწესებულებისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი