1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასთან წესდების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის ცუდი მაგალითი არსებობდა. მოსკოვის განათლების ლიგამ, როცა მთავრობას წესდების შეცვლა სთხოვა მას საერთოდ აუკრძალა საქმიანობა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი