1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოებაში 1568 წევრი ირიცხებოდა, აქედან საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოაკლდა 1057. იმ წელს საწევრო გადასახადი თითო წევრზე საშუალოდ 1 მანეთ და 48 კაპიკს შეადგენდა. შემდეგ წლებშიც დაახლოებით ამდენივე იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი