1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წელს მუშათა მონაწილეობით რომ არ დამარცხებულიყო გაბატონებული წრე საზოგადოებაში შემოიღეს წესი – ვინც ყოველწლიურად საწევრო გადასახადს – 3 მანეთს არ გადაიხდიდა მას კენჭისყრის უფლებას ჩამოართმევდნენ. ამ დადგენილებით შემოსავლის ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი