1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წელს საზოგადოებაში გაწევრიანდნენ მუშები, რასაც წევრების მრავალრიცხოვანი მიღება მოჰყვა. სხვა დროს თუ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებას 100 წევრი შეემატა, 1899 წელს მუშების გაწევრიანებამ ისეთი გავლენა იქონია, რომ 1899 წლიდან 1907-მდე 972 წევრი დაემატა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი