1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1887 წლიდან 1899-მდე 12 წლის განმავლობაში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების შემოსავალი 6095 მანეთი იყო. აქედან, ერთდროული – 700 მანეთი. თითო წევრს 4 მანეთისა და 04 კაპიკის, ცოტა ნაკლების, საწევრო გადასახადის გადახდა უწევდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი