1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ იყო აღძრული საკითხი საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ და მაშინ 6 მანეთიდან 3 მანეთამდე დაიწია გადასახადმა, რის შემდეგაც შემოსავალი შემცირდა და, რადგან დადებითად არ აისახებოდა შემოსავალზე საწევრო გადასახადის შემცირება, იგი პრინციპულად წინააღმდეგი იყო მისი შემცირებისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი