საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19688

ფაქტი 19688

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ივანე იოსების ძე კაჩუხოვმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი 8 წლის განმავლობაში განიხილებოდა და ორი დაპირისპირებული მხარე არსებობდა. პირველი მხარე ბატონური ტონით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ ხალხის ინტერესები და საქმე სხვას უნდა ემართა და არა თავად ხალხს. მეორე მხარე კი – დემოკრატიულობას ემხრობოდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი ხალხს უნდა გაეკეთებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19688; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .