1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა. სხდომაზე გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სკოლების რევიზია. გამგეობამ ბათუმში რევიზიის ჩასატარებლად გააგზავნა – იაკობ გოგებაშვილი, თიანეთში – გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიკავკაზში – ალექსანდრე ჭიჭინაძე, წინარეხსა და ხელთუბანში – ივანე რატიშვილი, ხოლო გომარეთში – ექვთიმე თაყაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი