1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას საზოგადოების აგენტობა უნდა შეეთავაზებინა შემდეგი პირებისათვის: ელენე აბულაძისათვის – განჯაში, ბარბარე სულხანიშვილისათვის – თელავში, ერეკლე ბაქრაძისათვის – ყარსში, აბელ აბელაშვილისათვის – დუშეთში, დ. ჯავახიშვილისათვის – თიანეთში. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხსენებული პირები, გარდა ბარბარე სულხანიშვილისა დაამტკიცეს საზოგადოების აგენტებად, ხოლო სულხანიშვილის მაგივრად თელავში აგენტად დანიშნეს ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი