1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი, თუ ვისთვის უნდა დაევალებინათ საზოგადოების წარმომადგენლობა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა არჩევნების კრებაზე. საზოგადოების წარმომადგენლობა დაევალა გამგეობის წევრს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი