საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19840

ფაქტი 19840

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის მზრუნველმა ანასტასია წერეთელმა, რომ დროებით ან ყოველთვიურად დახმარებოდნენ სკოლის ყოფილ პედაგოგ ილურიძეს, რომელიც ჭკუაზე შეიშალა და არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნდა. გამგეობამ პედაგოგ ილურიძეს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად დაუნიშნა სამ-სამი მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19840; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .