საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19862

ფაქტი 19862

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ 12 მაგიდა, რათა სკოლას მიეღო შესაბამისი რაოდენობის მოსწავლეები. საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19862; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .