საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19879

ფაქტი 19879

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წიგნების მაღაზიის გამგემ, ნება დაერთოთ ცხინვალის სკოლის მასწავლებელ მარიამ დავითაშვილისთვის ნისიად მიეცა 60 მანეთის წიგნები, რომლის თავდებობასაც თავად კისრულობდა. გამგეობამ მაღაზიის გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და 6 თვის ვადა დაუნიშნა თანხის დასაფარად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19879; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .