საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19910

ფაქტი 19910

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ გამგეობა დაინტერესებულიყო სკოლის მდგომარეობით. გამგეობამ გადაწყვიტა, საკითხის მოსაწესრიგებლად შეთანხმებოდნენ მთავრობის წარმომადგენელს. სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19910; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .