1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 300 მან., გრიქუროვის ქვრივს – 80 მან., დიტიატკოვსკის – 173.97 მან., დავით ლაზარევს – 8.73 მან., ანნა ხახუტაშვილს იანვრის სტიპენდია – 25 მან., არჩილ ჯორჯაძეს იანვრის დახმარება – 50 მან., ოლღა ჭავჭვაძეს თებერვლის ბინის ქირა – 25 მან., აპოლონ ზალდასტანიშვილს – 2.90 მან., ასევე ბიბლიოთეკებს გაუგზავნეს იანვრის დახმარება და საზოგადოებისთვის შეიძინეს საჭირო ნივთები. სულ საერთო ხარჯმა შეადგინა 1772.75 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი