საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20048

ფაქტი 20048

1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომაზე მიიღეს კავკავის სკოლის უწყებები, პროგრამები და წერილობითი ნამუშევრები. ასევე ტიტე კახიძემ წარმოადგინა სკოლის სასარგებლოდ გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ პროგრამების და უწყებების განხილვა დაავალა იაკობ გოგებაშვილს, ხოლო საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე პირებს მადლობა გამოუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20048; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .