საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20093

ფაქტი 20093

1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პარიზის მსოფლიო გამოფენის ქართული კომიტეტის თხოვნა საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმების კატალოგების უცხო ენებზე თარგმნისა და დაბეჭდვის შესახებ. ამ დროისათვის გამგეობას არ ჰქონდა დამზადებული ვრცელი კატალოგი და ვერც მოკლე დროში მოასწრებდა მის მომზადებას, ამიტომ კომიტეტის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20093; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .