ბახვის სკოლის მასწავლებელმა გრიგოლ ნ. შარაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა წერილი, სადაც საზოგადოებას აცნობა, რომ მიიღო საზოგადოების მიერ ღარიბი მოსწავლეებისათვის გამოგზავნილი სასწავლო იარაღები და წიგნები.

წყარო: მიწერ-მოწერა სასოფლო სკოლების მზრუნველებთან და მასწავლებლებთან სკოლებისათვის დახმარების გაწევის შესახებ | 1879-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი