საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20104

ფაქტი 20104

1916 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგეობის კომიტეტის წინადადება გიმნაზიაში მეთვალყურის დანიშვნის შესახებ. დადგინდა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოსთან შეთანხმებით, დაენიშნათ მეთვალყურე, რომელსაც თვეში ხელფასის სახით ოთხიდან ექვს თუმნამდე დაენიშნებოდა. ხარჯი სამივე (საისტორიო, საეთნოგრაფიო და საეკლესიო) მუზეუმს უნდა გაენაწილებინა. ხელს აწერენ დავით კარიჭაშვილი, იროდიონ სონღულაშვილი და ექვთმე თაყაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20104; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .