საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20118

ფაქტი 20118

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, სასკოლო სექციას უნდა შეესწავლა სხვადასხვა კუთხეების მდგომარეობა; დაეთვალიერებინა და სათანადოდ მოეწყო საზოგადოების სკოლები,შესაძლებლობის მიხედვით გაეხსნა ახალი სასწავლებლები; შეედგინა პროგრამები და გამგეობისთვის წარედგინა დასამტკიცებლად; აერჩია მასწავლებლები და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები; თვალყური ედევნებინა პედაგოგიური ლიტერატურისთვის და შესაფერისი სახელმძღვანელო აერჩია გამოსაცემად ან თვითონ შეედგინა და საგამომცემლო განყოფილებისთვის მიეწოდებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20118; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .