საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20143

ფაქტი 20143

1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ ცისკარაშვილის ქვრივის მიწას სვანიშვილი იმტკიცებს იმ თანხით, რომელიც საზოგადოებას ცისკარაშვილის ქვრივისთვის უნდა გადაეცა (2 000 მანეთი), ნასყიდობის ქაღალდი კი სვანიშვილის სახელზეა გაფორმებული და ნოტარიულად დამტკიცებას საჭიროებს. დამტკიცების შემდეგ კი, საზოგადოება უნდა გაუსწორდეს ცისკარაშვილის ქვრივს, რის შემდეგაც სვანიშვილი მათ ბარათს გადასცემს, რომ ე. წ. ფიქრის გორის საფასური თანხა მიიღო და ცისკარაშვილის ქვრივს გადასცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20143; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .