1911 წლის 25 ოქტომბრის ქონებრივი მდგომარეობის ნუსხაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მას მართებდა ვასილ ყიფიანის 390 მანეთი, რომელიც მას შემდეგ უნდა გაესტუმრებინა დამკაზმველისთვის, როცა იგი „ბუნების კარსა" და „რუსკოე სლოვოს" სრულიად გამზადებულს ჩააბარებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიას.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის მიერ ანდერძში შეტანილი ქონების აღწერილობა | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი