საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20150

ფაქტი 20150

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეეძინათ მისგან რუსული მეთოდიკის მთელი გამოცემა, რომელიც დაუბეჭდავს საზოგადოების სახელით 480 მანეთად. ი. გოგებაშვილის თხოვნას თან ახლავს ცნობა იმის შესახებ, რომ წიგნის მეორე და მესამე გამოცემის საფასური თავად მწერალს გადაუხდია და ასევე საზოგადოების მაღაზიაშიც ჰქონია მიტანილი გასაყიდად, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდულა: 1904 წელს – 21 ცალი, 1910 წელს – 8 ცალი და 1911 წელს – 37 ცალი. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისგან შეეძინათ 140 მანეთის ღირებულების რუსული მეთოდიკა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .