საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20165

ფაქტი 20165

1912 წლის 15 ივნისს მცხეთის სამთავროს მონასტრის იღუმენია ნინო თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას, რათა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის მიერ სახალხო განათლებისთვის ნაანდერძევი თანხიდან ორი სტიპენდია მცხეთის საქალებო სკოლასაც გამოუყონ, რომელიც მომავალ ნამდვილ მეოჯახე ქალებსა და დედებს ზრდის და რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ღარიბი ოჯახის ასი მოწაფე სწავლობს. სტიპენდიების დანიშვნით გამგეობა უკვდავყოფს დიდი მოღვაწის სახელს, რომელსაც მუდამ მოიხსენიებენ საქართველოს ამ ერთი უძველესი ტაძრის დედები.

წელი:
1912
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .