1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ თელავის განყოფილებას მისწერა, რომ მათ მიერ შედგენილი ანგარიში არ იყო სრულყოფილი და სთხოვა შეესწორებინათ და შემდეგ გადაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი