საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20429

ფაქტი 20429

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად იაკობ ორჯონიკიძე სწავლობდა ბესარაბიის მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელში. მას სტიპენდია დაენიშნა 1908 წლის 4 სექტემბერს თვეში 12.50 მანეთის ოდენობით. 1908 წელს მიიღო – 75 მანეთი, 1909 წლის განმავლობაში – 167.50 მანეთი, 1910 წელს – 150 მანეთი, ხოლო 1911 წელს – 87.50 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20429; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .