1901 წელს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ თუ გამგეობა ყვარელში ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სახალხო სამკითხველოს ააშენებდა, ის ხარჯებს სრულად აანაზღაურებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი