1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმებიდან ნივთების დაკარგვაში მხოლოდ ის კი არ იყო დამნაშავე, ვისაც ნივთები ებარა, არამედ ხელმძღვანელიც, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა და თვალყური ედევნებინა თანამშრომლის საქმიანობისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი