საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20506

ფაქტი 20506

1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე განიხილეს სოფელ კახის მოსახლეობის სოფელში ერთკლასიანი სკოლის გახსნის თაობაზე. მოსახლეობა შენობას თვითონ ააგებდა, სკოლის ნივთებისათვის 600 მანეთს შეაგროვებდა და ყოველწლიურად სკოლას 300 მანეთსა და შეშას გადასცემდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20506; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .