1912 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარდგენილი იყო სარევიზიო კომისიის მოხსენება 1911 წლის ანგარიშის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კომისიის მოხსენება გამგეობის განმარტებითურთ საზოგადო კრებაზე წარედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი