1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე წარადგინეს სოხუმის განყოფილების მოხსენება სესხის შესახებ. გამგეობამ სოხუმის განყოფილების რევიზია დაავალა დავით კარიჭაშვილსა და ალექსანდრე ყიფშიძეს, რომელთაც უნდა წარედგინათ ადგილისა და შენობის გეგმა, ხარჯთაღრიცხვა და პირობები ფულის სესხად მიღებისა და ვალის გადახდის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი