1914 წლის 30 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ამა თუ იმ ადგილას ადგილობრივი ინიციატივით დაარსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობა შეძლებისდაგვარად მატერიალურად უნდა დახმარებოდა და ეხელმძღვანელა მისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი