საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2055

ფაქტი 2055

1918 წლის 21 სექტემბრის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დებულება საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ. კამათი მესამე მუხლში შესატანმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლიც მიხედვითაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელს სახელმწიფო ენის უცოდინრობის შემთხვევაში სიტყვის წარმოთქმა დედაენაზე შეეძლებოდა. ცვლილების მომხრენი იყვნენ პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მაყაშვილი, წინააღმდეგნი კი — რაჟდენ არსენიძე და ივანე ჩერქეზიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2055; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .