1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება ზაფხულში სოფლებში სახალხო ლექციების ჩატარების შესახებ. ფუტკრებისა და ცხოველების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანთა კოოპერაციის შესახებ ლექციების წაკითხვა ილია ნაკაშიძეს დაავალეს, ხოლო საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ – ვარლამ ბურჯანაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი