საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20661

ფაქტი 20661

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ ვიღაც ვ. პაშუკაპისმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ მის ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა: რუსთაველის პოემა „ჭაბუკი ვეფხის ტყავში“ გადაწერილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და ასევე სულხან-საბა ორბელიანის არაკები, გადაწერილი მღვდლის შვილის ჩაჩიკაშვილის მიერ, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში მიჰყიდდა საზოგადოებას. გამგეობამ ვ. პაშუკაპისს სთხოვა ხელნაწერები შესასწავლად გამოეგზავნა საზოგადოებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20661; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .