საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20682

ფაქტი 20682

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20682; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .