1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ იაკობ გოგებაშვილმა საზოგადოების სახელით გამოსცა 200 „საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა“, რომლის საფასურსაც, 70 მანეთს, სტამბისა და ქაღალდის ვალის გასასტუმრებლად საზოგადოებას სთხოვდა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს დაავალა მოლაპარაკებოდა ი. გოგებაშვილს, რომ უხერხული ადგილები წიგნიდან ამოეშალათ და შემდეგ გადასცემდნენ 70 მანეთს. თუ ეს პირობა მისთვის მიუღებელი იქნებოდა, წიგნი საზოგადოების სახელით არ გამოეცათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი