1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ჭყონიას წიგნების ანგარიშში 35.70 მანეთი გადასცა, ზაქარია გრიქუროვს – 174, იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში – 100 მან, ასევე გასცა როინაშვილის ნაანდერძევის დასამტკიცებლად 6 მანეთი, წიგნების გასაგზავნად თავართქილაძეს გაუგზავნა 1.14 მანეთი, ილარიონ ჭეიშვილს – 80 კაპ., ვასილ ბეჟანეიშვილს – 1.20, მ. გაჩეჩილაძეს – 80 კაპ., გაისტუმრეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც ჯამში 420.54 მანეთი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი