საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20696

ფაქტი 20696

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე. სხდომაზე განიხილეს „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით „ბუნების კარის“ რედაქტირება იაკობ გოგებაშვილის სურვილით გრიგოლ ყიფშიძეს დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20696; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .