საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20699

ფაქტი 20699

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს შეკრებილი ჰქონდა სახალხო ზეპირსიტყვიერების დიდძალი მასალა, რომელსაც დასაბეჭდად გადასცემდა გამგეობას შემდეგი პირობით, თუ მას მოიხსენიებდნენ როგორც რედაქტორსა და შემკრებ-დამამუშავებელ პიროვნებას და ასევე მთელი მასალა ერთად უნდა შეეძინა გამგეობას 400-500 მანეთად. გამგეობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ შეეძინათ არსებული მასალა, მაგრამ სურდათ ჯერ შეემოწმებინათ და შემდეგ მოლაპარაკებოდნენ მ. კელენჯერიძეს შეძენის პირობებზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20699; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .