1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის სახნავ მიწებს 123 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა, საიდანაც 3 დესეტინა სარწყავ ნაკვეთებს ეკუთვნოდა. მამულში იყო არასარწყავი კარგი ხარისხის მიწებიც.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი