საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20764

ფაქტი 20764

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად „დედა ენის“ დაბეჭდვას იაკობ გოგებაშვილის ანგარიშით დასჭირდებოდა 680 მანეთი, ხოლო მესტამბე სპირიდონ ლოსაბერიძის განცხადებით, ი. გოგებაშვილი მას 700 მანეთზე შეთანხმებია, საიდანაც უკვე მიღებული ჰქონდა 300 მანეთი. კორექტურისთვის ლადო მახვილაძეს მოუთხოვია 54 მანეთი. ცნობას თან ერთვის მეორე საკითხი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ი. გოგებაშვილს „დედა ენის“ დაბეჭდვის შემდეგ სპირიდონ ლოსაბერიძისთვის დაუვალებია „ბუნების კარის“ დაბეჭდვაც, რომლის აწყობა და კორექტირება, განსვენებულის სურვილისამებრ, ლადო მახვილაძეს მოუთხოვია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20764; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .