საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20765

ფაქტი 20765

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახნავ მიწებს მოიჯარე გლეხები პატივისცემით არ ეპყრობოდნენ. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ მამულიდან და მის გაღარიბებას ანგარიშს არ უწევდნენ. მოიჯარეები კი ცდილობდნენ მეტი მიწა გაეცათ იჯარით, რათა მოგებაც მეტი ჰქონოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20765; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .