1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარი დაგირავებული იყო. სარგებლის წლიური გადასახადი 1080 მანეთი იყო, საერობო და სახელმწიფო ხარჯები – 120 მანეთი, ყოვეწლიური აუცილებელი ხარჯი კი – 1200 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი