საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20778

ფაქტი 20778

1912 წლის 31 ივლისის მინდობილობით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კავკასიის სამეფისნაცვლოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როგორც განსვენებულ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები, სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდენ ნაფიც ვექილს, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძეს, ნებისმიერი დაქვემდებარების სასამართლო, ადმინისტრაციულ, კომერციულ, წოდებრივ, სასულიერო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მოანდერძის ნების ინტერესების დასაცავად ემოქმედა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20778; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .