საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20781

ფაქტი 20781

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას მის სიცოცხლეშივე დაეარსებინა სტამბა მისგან შემოწირული წიგნების ფულით. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განეხილათ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა და ქართველიშვილის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20781; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .